შუალედი - დან - მდე
 
 


* * * ნამჭეიშვილი ჭიჭია...


ნამჭეიშვილი ჭიჭია,
მართლაც რომ, კაი ბიჭია,
იმისი ნიჭი ჭამა და
ჩაცმა-დახურვის ნიჭია.
უკან ვერ დაახევინებ,
რაკი წინ წადგა ბიჯია.
ქალიშვილს რომ დაინახავს,
პირზე უჩნდება ღიჭია.
ზედ ზედადგარი, უშვენებს
იჭყიტი და იკრიჭია.
თავს ისე იჭერს, თითქო რომ
აგაბო კოზმანიჩია.
ჩვენშიაც არის მის მსგავსი
სევერიანე ხვიჩია,
მაგრამ ჭიჭია აჯობებს,
.........................................
ჭიჭია, ვიცი, არ გიყვარს
ამ ლექსით ჩიჩი-ხიჩია...