შუალედი - დან - მდე
 
 


ლანდი


ისევ ახალი ელვარება ჩემი დიდების -
                         ტფილისს ედება,
თუ დრო მაქვს მწარე მარტოობის და მორიდების,
                        მოეხეტება.
დადის ყოველგან: რკინისგზაზე, სასაფლაოზე,
                        იცნობს ოჯახებს.
მიდის სარდაფში, სდგას თეატრში, იცის პაუზა,
                        კარებს აჯახებს.

უკანასკნელი თანამგზავრი! მორჩილი ქარის
                        აგროვებს გროვებს.
ო, ყველაფერი ქვეყნიური დღეს მასთან არის,
                        სხვას სადღაც სტოვებს...