შუალედი - დან - მდე
 
 


* * * გამაგებინე: ჩემს წარსულში რაა ისეთი...


გამაგებინე: ჩემს წარსულში რაა ისეთი,
რომ ხელაღებით დღეს უარვყო, გავკიცხო, დავგმო?
დაუნანებლად გულში ჩავსცე ბასრი ხანჯალი,
ავაქვითინო ჩემი იმ ხნის შემოქმედება.
განა არ კმარა, რომ შხამიან დღეს იშვა იგი,
ბევრჯერ დაუხშო წრფელი გული ჯალათთ ცენზურამ,
ძარღვი სიცოცხლის უშავესი ლაქით დაჰფარა.