შუალედი - დან - მდე
 
 


არც მზეს, არც ნოტრდამს


ცეცხლთან ფოლადურ
ძლიერი ქროლით
მიჰყავს, იქმნება
ბედისწერის წამს

ის, ვინც გიცნობდა
იოტით მაინც,
ვინც ეჭვს მოჰკლავდა
განსაცდელის ჟამს.

ღალატი! ეხლა
მარტოდმარტო ხარ:
გული არა აქვს
არც მზეს, არც ნოტრდამს.