შუალედი - დან - მდე
 
 


* * * საყვარელი - მამული...


საყვარელი - მამული,
ჰყვავის დიად დიდებით -
მდინარე და მამული -
ზვრებით სულ დიდ-დიდებით.

უკვდავება ვადიდოთ
გმირთა წილად და ხვედრად,
ვაზი მცირე ვადიდოთ
შემოდგომის დახვედრად.

ვარ ბედნიერი მიწით,
მსგავსი არაა არსად -
ვაზნო, ცოტა მიიწით,
არსი გამოჩნდეს არსად.