შუალედი - დან - მდე
 
 


* * * ცხოვრება ჩვენი პროლეტარების...


ცხოვრება ჩვენი პროლეტარების,
ეხლა, როდია ერთსახეობა.
დრო ბორკილების იყო ტარების,
კაპიტალიზმის იყო ტყვეობა.
ეხლა მშრომელის ხარ, აბა, ვისა?
მიწაო, წყალო და შენც ჰაერო.
ნავთის ქარხნებიც მშრომელისაა,
კოლექტიური, ჩვენი, საერო.
ქვეყანას მხარი აქ რომ უქცია,
ეს ელექტრონი არის ქიმია..
დაიწყო მხარის რეკონსტრუქცია,
იგი კი მეტის მეტად მძიმეა.