შუალედი - დან - მდე
 
 


წარმოებამ წარმოება გაიწვია


დღენი რბიან ელვარებით და იწვიან,
წარმოებამ წარმოება გაიწვია.
აბა, ვნახოთ, აბა, ვნახოთ, აბა, ვნახოთ,
ვის დარჩება თავის საქმე სავაგლახოთ.
აბა, ვნახოთ, ვის ექნება მეტი რკინა,
მეტი თუჯი, მეტი ნავთი, მეტი ბინა,
მეტი ველი, მეტი მთები, ტყე და ახო,
აბა, ვნახოთ, აბა, ვნახოთ, აბა, ვნახოთ.