შუალედი - დან - მდე
 
 


ორთქლმავალი


1
ოკეანეს აპობს გეზი
გიგანტიურ ლაინერის.
ავტოებმაც უდიდესი
გზები გაასხვანაირეს.
მილს მიანგრევს ათიათასს
დირიჟაბლის პროპელერი,
რკინისგზებმაც გადაქსელა
დედამიწის მთა და სერი.

2
მაგრამ გახსოვთ ცხრაას ოცი,
ორთქლმავალი იყო ნორჩი,
ინგლისში კი მატაოცი
ხარხარებდა ლოიდ-ჯორჯი.
ლოიდ-ჯორჯი: კავშირს მარქსის
იდეები აქვს მრავალი,
მაგრამ არა და არას გზით
იქ არ დადის ორთქლმავალი.
(პარლამენტში სიცილია.
ხმაურობენ მისს-მენდები.
ხმა: გზა გადაკვეცილია!
მძლავრი აპლოდისმენტები).
ლოიდ-ჯორჯი: ორთქლმავალი
წავა მარქსის იდეებით?
მარქსს აქ არ აქვს გასავალი
სოციალურ რიდეებით.
(ოვაცია. კვლავ ხარხარი...
ხმა: ორთქლმავალს მიჰყავს ჯორი.
იღიმება თავის სიტყვით
კმაყოფილი ორატორი).