შუალედი - დან - მდე
 
 


* * * მაშ, აზიდე ჩირაღდანი...


მაშ, აზიდე ჩირაღდანი,
ასწი მაშა. ირაჟრაჟა,
             ვაშა, ვაშა, ვაშა!
ირაჟრაჟა, ირაჟრაჟა,
შრომა ქვეყნის სამკვიდროა,
            დროა, დროა, დროა!
დაიდაგა...
            დაჰკა, დაჰკა, დაჰკა!
ირაჟრაჟა, ირაჟრაჟა.
მზე გახსოვდეს სხვაზე უწინ.
            წინ-წინ, წინ-წინ, წინ...
ირაჟრაჟა, ირაჟრაჟა,
            ვაშა, ვაშა, ვაშა.