შუალედი - დან - მდე
 
 


* * * ზოგს შოვინისტს კვლავ სჯერა...


ზოგს შოვინისტს კვლავ სჯერა
თავის ძველი ნისია...
ამბობს: ჰოი, სამშობლო!
აბა, ეს სინდისია?
შოვინისტი (ერთია -
ქართველი თუ რუსია)
ამბობს: დავიჩაგრეთო,
მარა ეს ნამუსია?
შოვინისტებს, რომელთაც
შერჩათ ძველი ოცნება -
მოსცხეთ, როგორც მოითხოვს
მათი პატიოსნება.
მუსავატებს, დაშნაკებს
მივსცეთ სიცხე თაკარი,
სადაც კი დაინახო,
აკტიურად დაჰკარი!