შუალედი - დან - მდე
 
 


* * * საქართველო ახალ გზებით...


საქართველო ახალ გზებით
და ბაღებით დაიქარგა.
მშენებელმა შიგ ცნობადის
მშვენიერი ნერგი ჩარგა.
მეცნიერი არჩევს ფოთოლს,
სიამაყით ამბობს: ვარგა.
ძველს და ახალს შეადარებს:
ეს ვარგა და ის არ ვარგა.

პოეზია პირველადვე
ცნობილია სიბრძნის დარგად,
საღვთო საღვთო გასაგონად,
მსმენელთათვის დიდად მარგად.
ეხლა იგი ცხოვრებისთვის -
გამოიჭრეს ლამაზ თარგად,
ის მომავალს ეხლავე სჭვრეტს -
და ყველაზე უფრო კარგად!