შუალედი - დან - მდე
 
 


* * * სანამ მიწას კი აჩნია...


სანამ მიწას კი აჩნია
ბურჟუების კვალი,
მიაშველე ტყვიისმფრქვეველს
ვინტოვკა და ხმალი.
მხოლოდ შემდეგ შეუდგები
მშვიდობიან შრომას,
როცა იცი, რომ არავინ
არ დაგიწყებს წყრომას.
მტერი ასე გაიძახის:
კავშირს მოვსპობ მალე...
რასაც მოგვსპობს, მასაც ვნახავთ,
აღდგომა და ხვალე.