შუალედი - დან - მდე
 
 


ოქტომბერი - ტრიბუნი


მოედანი მზის
ივსება ფერით
             და იმის წინ კი
უახლეს სიტყვით,
უახლეს ჟღერით -
            მიდის მიტინგი.
თავმჯდომარე ქუხს: -
მომეთ შეძლება
            ახალ სხივთ მომბერს.
ამხანაგებო!
სიტყვა ეძლევა
            ძვირფას ოქტომბერს.
თავმჯდომარე ჰქუხს:
სიტყვა-მახვილი
            და ენამჭევრი,
აქ ტრიბუნასთან
ბევრის მნახველი
            დგას ოქტომბერი.