შუალედი - დან - მდე
 
 


ქობულეთი


დარგეთ ჩაის ბუჩქები!
მოსპეთ ჩალამ-კალამი,
ციტრუსოვან ბაღნარებს
ჩემი წრფელი სალამი!

ვინაც კი მუშსოფლკორის
სუფთა სახელს ატარებს,
ამ ბაღს საშვილიშვილოს
სხვა ბაღს ნუ შეადარებს.

სათხოვარი - ვინაც კი
მშრომელია ყოველი,
რაიონის ერთგული
და მხნე სტახანოველი.

ვისაც კი კოლმეურნე
გვქვიან ქობულეთელი,
ვიდგეთ სადარაჯოზე,
ვით ფოლადის კედელი!