შუალედი - დან - მდე
 
 


* * * ოდეს მძიმე რამე დარდი...


ოდეს მძიმე რამე დარდი
ეუფლება გულს ძლიერი,
რას არ ვარდობს ჩემთვის ვარდი
სხვისთვის ასე მშვენიერი.

ოდეს მწვავე ეს ნაღველი
დასასრული არის გულის,
გამოსავლის ვერ მნახველი
და სიკვდილის მონატრული -

გევედრები, გამაგონე
ის სიმღერა - მე რომ მიყვარს -
ლაჟვარდოვან ფრთების მქონე,
შუა ზღვად რომ გადამიყვანს.