შუალედი - დან - მდე
 
 


* * * დეტერდინგ, ჩერჩილი, ბრიანი...


დეტერდინგ, ჩერჩილი, ბრიანი
განგაშში არიან ხელახლა -
მივუშვათ პროტესტის გრიალი -
ხმამაღლა, ხმამაღლა, ხმამაღლა!

ევროპას ვალი და ნისია
რომ ვეღარ მიართვეს - ეტკინა!
ლოურენსს რომ ჰკითხო, მისია
ეს ნავთი, ეს თუჯი, ეს რკინა.

ვთქვათ, ისევ ძველი დრო დაბრუნდა:
ბურჟუაც დაბრუნდა კვიმატი,
იმათი ტფილისი ვის უნდა?
ან ბაქო ვის უნდა იმათი?