შუალედი - დან - მდე
 
 


გრავჲურა


მაისი - ცხელი, ჩქარი, ზღაპრული,
საღამოობით, უდაბურ ბურუსს,
ხრის გაშმაგებით, როგორც კენგურუს
და ჰკოცნის მძაფრი და დაზაფრული.

აჰა, დაბერა საღამოს ქარმა -
ჩრდილში ოცნებად მიწვა ყანები -
კენგურუს ქარმა გამოდო სარმა,
გარეკა ქარში პავიანები.