შუალედი - დან - მდე
 
 


* * * სამშობლო ჩემი ხმაურობს...


სამშობლო ჩემი ხმაურობს,
ზეშთაგონებით ხმაურობს,
[უზარმაზარი] ხმაურობს
ეპოქა გზასხივოსანი.
გვიჩვენეთ, ამბობს, სად არი -
მგოსანი შოთას სადარი,
დიდებით სადიადარი -
სად არი დიდი მგოსანი?
ხალხი ღელავს და ხმაურობს...