შუალედი - დან - მდე
 
 


* * * ჩვენი გულგამხარებელი...


ჩვენი გულგამხარებელი
გასწი, გაშალე მხარ-მკლავი.
ანათებს გალაკტიონი -
აკადემიის ვარსკვლავი.
გალაკტიონის სიმღერა
მოშუქებაა გენიის,
ბრწყინავს და ბრწყინავს ვარსკვლავი,
ვარსკვლავი აკადემიის.
მოყვრისთვის გულაღმგზნებელი
და მტრისთვის გულმოსაკლავი
დეე, მარადის ბრწყინავდეს
აკადემიის ვარსკვლავი.