შუალედი - დან - მდე
 
 


* * * სხვისთვის შორისა...


სხვისთვის შორისა და უსაზღვროის
ჩემთვის კი მუდამ უახლოესი -
ისევ ხომალდი არტურ რემბოის,
ისევ მალშტრემი ედგარ პოესი.

ახალგაზრდობის გამო ჩადენილ,
შეცდომებს ჩემსას უახლოესი,
ჩასცივებიან მოღალატენი,
როგორც ყორნები ედგარ პოესი.

იგი მღელვარე ცხოვრება ჩემი,
იყო პოეტი და იყო ურჩი!
თუმც ედგარისაც იყო მალშტრემი,
ფიზიკურ სიკვდილს მაინც გადვურჩი.