შუალედი - დან - მდე
 
 


* * * მტკვარი, მთები...


მტკვარი, მთები,
გზა და ველი
შეღამებამ დაჰფერა,
ციხის ფრთები
ძველის ძველი
უფრო მთლად დააბერა.

მისი შავი
სილუეტი,
ღამის ღრმა სიბნელიდან,
უშორესი
ჩრდილოეთი -
როგორც დევის ხვრელიდან...