შუალედი - დან - მდე
 
 


* * * ნუ დასახლდები იმ არე-მარედ...


ნუ დასახლდები იმ არე-მარედ,
სად სალოცავად აღარ დადიან.

ნუ დასახლდები, ნუ დასახლდები,
სად ადგილები არის ნაძრახი.

აქ სააკაძე... გადატყდა წინად
ხმალი გიორგი სააკაძისა.

აქ სვეტიცხოვლის უბადლო ოსტატს
საბედისწერო მოჰკვეთეს ხელი.

აქ მოკლულ იქნა ოძელაშვილი.