შუალედი - დან - მდე
 
 


თათბირი რითმების შესახებ


ორატორი:
ხმა უმძაფრესი, გადარეული,
ჰიმნი, პოემა, გინდა ზღაპარი.
ვადიდოთ სახლის ხმა არეული,
ბჭე, შეშლილების თავშესაფარი,
მოასხით ჯოგი მეტაფორების,
ჰიპერბოლებიც, როგორც წესია,
რაც ხმა მეტია ამთაგორების,
და უცნობლობის - უმჯობესია?
პეტრე:
             ესეა!
ივანე:
            წესია!
კოსტა:
            უმჯობესია.
ყველანი:
            ესეა, ესეა, ესეა.
ორატორი:
გესმით თუ არა, მეგობრებო,
რაც ვთქვი ეხლა, ა?
ყველანი:
            გვესმის! ესეა!
ორატორი:
ეე, სტყუიხარ,
შენ, ამხანაგო!
ვინაიდან მე
თვითონ არ მესმის,
რას ვლაპარაკობ!
ესეა?
ყველანი:
            ესეა, ესეა, ესეა,
            ესეა! უმჯობესია!
            ესეა, ჩვენო ბესია!