შუალედი - დან - მდე
 
 


* * * უკანასკნელი პროლეტარული...


უკანასკნელი პროლეტარული
მწერალთა კრებას მეტად ნათელი
ეუწყა ფაკტი, რომ მაშაშვილი
არის უბრალო ობივატელი.

თუმც „ინ-დაირა-დაირა“-ს მოტივს
მრევლი არა ჰყავს უზარმაზარი,
ცუდია ლექსში გაუგებარი
ბოდვა, ლუღლუღი, ასარ-ბასარი.

რა არის მასში პროლეტარული?
(არ გეცინება და იცინი-კი),
ან რაა ლექსში ასარ-ბასარი
თუ არა მხოლოდ მავნე ცინიკი.

პროლეტარული ლექსი იზრდება
და მაშაშვილს კი, მხოლოდ მაშაშვილს,
ბოლომდე შერჩა ეს ხრინწიანი,
მართლაც ნასეტყვი „მუნჯი ხმა“ შაშვის.

მწერლობაშიო ვარ დიქტატორი,
ხა, ხა, ხა, ხა! ოჰ! ხედავთ საბრალოს!
ვინც ჩააგონებს ამ აზრს მანიაკს,
რაც მოხვდეს, თავის თავს დააბრალოს.

პროლეტარული ლექსის შენობას
აქვს სულ სხვა ბურჯი, სვეტი, ბურული,
მათი ლექსი დღეს მაშაშვილების
ჩალით არაა გადახურული?