შუალედი - დან - მდე
 
 


* * * შენ არ უხვევდი გზას არასოდეს...


შენ არ უხვევდი გზას არასოდეს,
თანამედროვე გზა სადაც მიდის
და პოეტს მარად უნდა ახსოვდეს
გზა პოეზიის, ქართულის დიდის.

პატიოსანი და თავმდაბალი,
მსგავსი მეორე არ მეგულება,
პოეტს ყოველთვის თან აწევს ვალი:
ერთხელ არჩეულ გზის ერთგულება!

საერთო გზასთან რაა პირადი?