შუალედი - დან - მდე
 
 


* * * დიდება ხალხს...


დიდება ხალხს, დამდგარს მთავარ-სარდლად -
მას მშვიდობა მოაქვს ქვეყნის მადლად,
ამ ახალწელს ვხედავ ასე ნათლად,
სდგას გულწრფელად, სიყვარულით, მართლად -

მხნე, მქუხარე და ხანგრძლივი ტაში
დაჰქრის ქვეყნად, ვით ზღაპრული რაში.
როგორც სადმე კი გაკრთება ხალხში
მშვიდობის ხმა: ვაშა! ვაშა! ვაშა!

მზე ანთებდეს დროშას ამომავალს,
ყოველ ოჯახს უნათებდეს თავანს,
ო, სამშობლოვ! ბედნიერს და მფარველს,
კვლავ ახალწელს დასწრებოდე მრავალს!