შუალედი - დან - მდე
 
 


* * * ნათელი დღეა...


ნათელი დღეა, მზიანი ტევრი.
მე მეგობრები მეხვევა ბევრი,
მე ვამბობ ლექსებს, მე ვმღერი ლექსით,
და თვითო სიტყვა არის შედევრი.

ეს დღე გვეკუთვნის შენცა და მეცა,
რომ შთავისუნთქოთ ხალისით ზეცა,
გადავიქეცით საოცარ სიმად,
ღრუბლები ჩანგად გადმოიკეცა.