შუალედი - დან - მდე
 
 


* * * მიტოვებული კოშკი რას სტირის?..


მიტოვებული კოშკი რას სტირის?
მასში ლანდები რისთვის არა სჩანს?
მიყუჩებულა ტყე ტბისა პირის
და სიჩუმეში მთვარე შუქსა ჰბანს...

ყორანი, შავი შუამავალი
ცისა და მიწის - გადიფარფატებს,
ვინც მზეს ისრები სტყორცნა მრავალი,
ის სიმწარისას იღებს შარბათებს.

მტრედები - თეთრი შუამავლები
ისმენენ ქუხილს...