შუალედი - დან - მდე
 
 


* * * მიდიხარ, გულით სიხარულს მღერი...


მიდიხარ, გულით სიხარულს მღერი,
გართობს ნათელ გზის ელვა და ფერი.
არ იცი, რომ გზად - ტყეა თუ სერი,
ყოველ ნაბიჯზე გდარაჯობს მტერი...

შენ გულწრფელი ხარ, შენ პოეტი ხარ.
გგონია: ბედი მოგდევს მხარდამხარ.
როგორ ვერ ამჩნევ, როცა მიდიხარ -
ყოველ ნაბიჯზე გდარაჯობს მტერი.