შუალედი - დან - მდე
 
 


* * * საღამო დავაგრიალოთ...


საღამო დავაგრიალოთ,
             თეატრს გაჰქონდეს ზანზარი,
შევუგუგუნოთ სიმღერა,
            გავაძლიეროთ ხანძარი.
გრიალებს, მართლაც გრიალებს
            ეპოქა უზარმაზარი,
ამხანაგისთვის ზეიმი,
            და დუშმანისთვის თავზარი.