შუალედი - დან - მდე
 
 


ასარ-ბასარის ანდერძი


ჩამომძახე სამარეში,
რომ მოეღო ტანჯვას ბოლო,
ჩანგი დაჰკარ, ფერფლად ქცეულს
გამახარებს შენი სოლო.

ვფიცავ შენს თავს, სიხარული
ძალას მომცემს, გამაკაჟებს -
შევინძრევი ჩემის ჩონჩხით,
ავაცეკვებ ჩემს ცივ მაჯებს.