შუალედი - დან - მდე
 
 


პრინციპი არაკის


ა. კუსიკოვს

გულამოვარდნილ დაისს მელა ნაწყენი.
თრთის მთვარე, როგორც დამპალი თევზი,
კარებთან იდგა ლამაზი ცხენი,
ცხენი - ვით ცხენი - და არა ზევსი.

ფეხჩაწყობილი ჭიქებში ჩლიქით -
ღრუბლად იწოვებს ჰაერს ყურები,
უცებ თვალები აივსენ - იქით,
ადამიანურ უბედურებით.

ჩუ! ბეღურების მსუბუქი მწკრივი
აჭივჭავებით ჰაერს ექნევა -
თბილი ფუნიდან ჩვეულებრივი
აკენკონ ხორბლის ნისკარტით რევა.

მოხუცი აჩვევს ახალგაზრდობას,
- წინად სხვა იყო.. ეხლა სხვა არის!
ცხენი გულგრილად უცქერის ყოფას
და ენატრება ხმობა სხვა ქარის.

კაცნო, ორფეხა თქვენ, ბეღურებო -
ჩემს ლექსებთან რომ იჭრებით ქარად,
თქვენ სიყვარულის რა გეყურებათ,
როგორ გიცქიროთ ან მე სხვაგვარად?

მომავალ დღეთა ვდგევარ კარებთან,
წუხილით ვუცდი გაბედულ მხედარს,
კუდს კი ადვილად ავიშვერ მაღლა,
რომ არ მოგაკლოთ თბილ ასაკენკარს.