შუალედი - დან - მდე
 
 


* * * მუდამ გახსოვდეს მყობადი...


მუდამ გახსოვდეს მყობადი -
ჩვიდმეტი რიცხვი, შაბათი.
არ დაგავიწყდეს ნობათი:
ჩაბალახი და ნაბადი.

ვარდები ცვარით ნაბანი,
მაისის ცისკრით ნაშუქი.
ვკითხულობთ - გვისმენს ლაფანი -
ვინ იყო ბაში-აჩუქი.