შუალედი - დან - მდე
 
 


* * * არა მცალია დღესა...


არა მცალია დღესა,
რა დროს ხვნაა და თესვა,
შემოდგომაა, მაჭრით
უნდა ვილბობდეთ ყელსა.
პურის მზადება ვინ სთქვა,
რა უნდა გვარგოს პურმა.
სიცოცხლე მიდის, განა
ხვალაც მოისხამს ხურმა?