შუალედი - დან - მდე
 
 


პირიქით


თითქო დღეებმა გმირისა,
სავსემან ნაზი ლირიკით -
- ოზირისის და იზიდის?
რისი ლირიკა? პირიქით:

მაღალ-მაღალი ფრაზები -
ოდებით, პანეგირიკით,
ცითაა განანაზები?
რისი სინაზე, პირიქით:

სეტყვად მიმღები თოვლისა,
უკუღმა მქნელი ყოვლისა,
ვერ ვაქეთ, ვერ შევირიგეთ!