შუალედი - დან - მდე
 
 


* * * უსმართობა აშინოზე ოდიშური ალაგეს...


უსმართობა აშინოზე ოდიშური ალაგეს -
პატონებმა კანონები ვეღარ გადმოალაგეს -
ბატონ-ყმობა გადავარდა, ბატონებიც ალაგმეს -
თურმე აგი მუქთახორა სჭამდა ხალხის ჯამაგირს -
იგრიალა მაშინ ხალხმა და გასწია ლაკადენს -
პატონი რად არ უტოვებს ჩვენს გლეხობას არაფერს?
აქ ხალხი და პატონები ნაფიჩხოუს - დალაგდეს.
ნაფიჩხოუს ბატონები შიშით გადაბანაკდეს.
„ვაჰ, თუ თავები გადაგვაჭრან, საქმე გვიარაკდეს.
მაშინ რომ სიზმარი ვნახეთ, ის სიზმარი არ ახდეს.
შიშის ფუხელი პატონეფს, მთა-მთა შემოქაქანდეს.
შიმშილისგან მილასლასებს, როგორ უნდა გაქანდეს.
დამშეული თავის სახლში მივლენ, როცა დაღამდეს.
იმათი „მადლოსანეფი“ წვანილს ქვებით ნაყავდეს.
გულშემოყრილნნი ბატონნი, ხარბად მწვანილს ყლაპავდეს.
მარიამს და კესარიას, გულს რა დაუდაღავდეს?
ღომის სამი თაველი-ღა, შერჩენიათ ამა დღეს,
მარიამ და კესარიამ, რა ამბავი გახადეს,
ამ ღომის გასაცეხვავად, მიაშურენ საყადელს,
ცეხვა, თურმე არ სცოდნოდათ, არსად არ ენახათ ეს.
ერთმანეთს რაც წაუშინეს, რატომ ის არ დახატეს,
ხის კეტები გადაემტვრათ, ნატეხი ხეთ დავარდეს,
ნატეხები წვივებს მოხვდა, ფეხთან გაუნავარდეს.
სირცხვილისგან ჩაიკეტნენ, ხმა რომ არსად გავარდეს.
გაკაპასდენ, გაგულისდენ, ბრაზით იგლეჯავდენ თმებს.
მათი ქმრები, ბატონები, ფიჩხისთვის მოედვენ ტყეს.
წელი როცა შეუწვრილდათ, სარტყლით შემოიჭირეს.
ღომი თხელი გამოვიდა, ქატა ვეღარ ახადეს,
ქვაბში ისე გადაუშვეს, აღარ გაანიავეს.
ლაფერა რომ ვერ ეშოვათ, ხელით ლესვა გახადეს.
სუთი რომ ვერ მოენახათ, თითით ზელა გახადეს.
ჩოგანი ვერ გამონახეს, ღომი ფრჩხილით ახვეტეს.
ფრჩხილით მოღებული ღომი, ბატონებს ვით გააძღებს?