შუალედი - დან - მდე
 
 


* * * ყური მიგდე, ჩემო შვილო...


ყური მიგდე, ჩემო შვილო, რა მოხდაო ამისთანა.
თუ ბოვშია, მოხუცებულს უნდა დაუჯეროს მანა,
მას არავინ მოგვიწონებს, ვთქვათ, ვინ არის ჩვენისთანა,
რომა სიბოვშისა გამო - ავანგრიოთ ეს ქვეყანა.
რატომ უნდა გადვირიოთ, ეს არ არის ჭკუასთანა.
ყველაფერი მოვისაზროთ, ამასთანაც, იმასთანაც,
ათე ჭკუა მიხუდანი, ღარიბისა ოქო ფარა.
ასე ხოლო ქომიჩკინა, მუშენი მის ოზოთანა.
მართალირე, ყოფნა გვინდა და სიცოცხლეც გვინდა, მარა,
ისეც ყველა ამოვწყდებით, უკეთეს დრო მოვა? არა!
გსურთ სურვილის ასრულება - გაიძახის მეტიჩარა.
თავს იტყუებს, სხვას ატყუებს, გამოდიან ბარდაბარა.
რაა იმაზე ადვილი, ერთი დაცხინკვებისთანა,
თავს აიღებ: ნიორი ყარს; აი რაა ხათაბალა.
ათე ცალი მოქმედება - ეშმაკისთა არის ღალა.
დაწყნარდით და დამიჯერეთ. ეხლა სხვისი არის ძალა,
ბატონეფის ჩამოგდება არ გეგონოსთ ალა-ალა.