შუალედი - დან - მდე
 
 


* * * იქ, სად ნისლია და ქარტეხილი...


იქ, სად ნისლია და ქარტეხილი -
ხმა ისმის მხოლოდ არწივის, ორბის,
იქ, სად მქუხარე სჩანს მთაგრეხილი,
სდგას მუხა - მეხით გადატეხილი.

მშობლიური ცა, უღრუბლო თუა -
მაინც გარს ტყეა, ნისლია, რუა,
იმ მთაგრეხილზე, იმ ორ ზღვას შუა
სდგას მუხა მეხით გადატეხილი.