შუალედი - დან - მდე
 
 


* * * ილაპარაკე, ტალღავ, დენი-დენ...


ილაპარაკე, ტალღავ, დენი-დენ,
ელაპარაკე ნანგრევთა შქერებს,
მეფის რუსეთში როგორ დევნიდენ
და ამცირებდენ პატარა ერებს!

ახალგაზრდობის მზე სხივოსანი!
მე იმ დღეებმა მწარედ გამწირეს.
თუ დამამცირეს ერთი მგოსანი,
სამშობლო ჩემი ვერ დაამცირეს!
ის ცოცხალია..