შუალედი - დან - მდე
 
 


* * * არ ივარგებს...


არ ივარგებს - რაც არ ვარგა,
თუ დროზე არ აიბარგა.
ვთქვათ: დაიბა ბედაური
და ყევარი დაისარქა.
თხა და ვირი მოედანზე
გამოვიდა - ვით მარაქა.
და ბულბულად დადგა ყვავი...
რა თქმა უნდა, ეს არ ვარგა!