შუალედი - დან - მდე
 
 


* * * შეიძლება?..


შეიძლება? შეიძლება!
თუ  ტომიცა შეიცლება,
ქვეყანაზე ამის გამო
განა რამე შეიცვლება?

ის მინდორი, ეს ღელეცა
თუ უამო გზამ შელეწა,
მაშინ სამართლიანია
სიბერეც და სიბნელეცა.