შუალედი - დან - მდე
 
 


* * * ჰაი, ჰაი, ჭრელთვალა...


ჰაი, ჰაი, ჭრელთვალა,
ჰაი, ჰაი, ჭრელთვალა,
უნდა ჩვენი გრძნობები
კარგად გამოგვეთვალა.

მონმარტრის ცას ღრუბლების
სვეტი გადმოეყუდა,
ჰეი, ჰეი, ჭრელთვალა,
ჰეი, ჰეი, ჭრელქუდა.

ეს რა ბაბილონია,
მტევნები რომ შეთვალა?
ჰეი, ჰეი, ჭრელქუდა,
ჰეი, ჰეი, ჭრელთვალა.

სთქვი, როდიდან გგონია
ქვეყანა - საცელქოდა?
ჰეი, ჰეი, ჭრელთვალა,
ჰეი, ჰეი, ჭრელქუდა!