შუალედი - დან - მდე
 
 


აგე, ის სილაჟვარდეც...


აგე, ის სილაჟვარდეც
იმ ნორჩთა დღეთა დარის,
მწევდა ამ ქვეყნით ცამდე,
იყო და აღარ არის!

არაფერი მდინარის
აღარ გადიწიგნება
და რაიც კი დღეს არის,
არც ის ხვალ არ იქნება.

მდინარე საქმეშია,
მდინარეს აქვს დღეობა,
მაგრამ, ო, რა დღეშია
ჩვენი მოსახლეობა.

კრთის მდინარის ზანზარი!
თქვენს მტერს, ზარად და ზათქად
ის ვარამი, ის ზარი,
რა დღეც სოფელს დაადგა.

არე-მარე სავსეა
ეხლა სხვაგვარი შიშით...