შუალედი - დან - მდე
 
 


* * * გმადლობთ! ეს არის ის გაკვეთილი...


III
გმადლობთ! ეს არის ის გაკვეთილი,
საუკუნეებს რომ ახსოვთ მარად.
ვინემ მსწავლულთა რჩევა კეთილი,
ფილოსოფიის დოგმათა ჯარად -
მხედრული ბრწყინვა-სიძლიერიდან -
კაცთ ვერ მოხიბლავს ამიერიდან.
კერპი სამუდმოდ იქცა არარად.
ვით ქვეყნიური ყველა ღმერთები -
ბრინჯაოს შუბლი, თიხის ფეხებით.

IV
ლხინი ომების და სისხლის მტრობა,
ცოფმორეული სვლა, ბრძოლის ველი,
ხმალი და კვერთხი, დიდებით თრობა,
რითაც სუნთქავდი ამდენი წელი,
ძალაუფლება, მონება ჯართა -
რომელსაც ასე ხმა გაუვარდა,
გაჰქრა, ვითარცა სიზმარი ძველი,
ბოროტო სულო!