შუალედი - დან - მდე
 
 


კათარსისი (განწმენდა)


არისტოტელე

ცხრაას სამი წლის მშფოთელი
გულთა სხვასადგურობა.
ბაღთან ჰყვავის ასფოთელი,
ისმის ზღვის ხმაურობა.

მწუხრში შედის აფხაზეთის
ქალაქი მშვენიერი.
კაფე „პალმა“. მასში შედის
ოთხი დენდი ხნიერი.

ღვინო მოაქვს ბროლის ხელებს,
მაგიდას რთავს ნარგიზი,
მოენატრათ უცხოელებს
განწმენდა, კატარსისი.

ცოდო არის ზე ასული
ვაზი, მერე რა ვაზი!
ცოდო არის ზეასული,
ასე უღვთოდ ლამაზი!

მასში ფეთქდა - ფეთქვა წუთის,
არა მცირეოდენი,
მოლოდინი ცხრაას ხუთის,
განახლების ლოდინი.

ჰე, ვიღაც ხარ, შენი ხელი
იგრძნოს ჩემმა მაჯამა...
რის პიტონი, რისი გველი?
გველი რამ შეგაჭამა?

არ იმჩნევენ - ზენა-ქარებს,
არცა ღვინოს დანაქცევს.
მოუკიდეს კვლავ სიგარებს...