შუალედი - დან - მდე
 
 


მხატვარ ჩუდეცკის


ცხოვრებაში რაც ჩვენ გვქონდა,
                                    ჯიოკონდა -
მას სახელად ერქვა ლონდა.

ბევრი კარგი დრო, თედო, ერთად გვიტარებია,
უსულგულობა მარად ჩალას გვიდარებია.

დიდი მხატვარი იმიტომ ხარ, რომ გრძნობა გქონდა,
დავრჩეთ ისევ მეგობრებად: მე, შენ და ლონდა.

შენ არა გძინავს, დაე, ვეთხოვოთ ამ წელიწადს ძველს,
მრავალ ახალ წელს, მეგობარო, მრავალ ახალ წელს!