*** მე ვარ შვილი...
მე ვარ შვილი
იმ ერისა,
რაიც ამერ-
იმერის,
მარად გმირულ
და ბედნიერ
მღელვარებით
იმღერის.
მე სამშობლოს
სიყვარულის
ვარ მგოსანი
ქართველი.
მძლეა ხალხი
სიხარულის
და სიახლის
დამრთველი!
მე ვარ შვილი
იმ ხალხისა,
რომელმაცა
კაცთ მისცა -
ჯუღაშვილი,
მზე, გენია
დღეთა ახალთ-
ახლისა.
სამშობლოსთან
დღეს ხელახლა
დიდ შრომაში
ჩაბმულთან
ერთად გულით
ხმას ვიმაღლებ...