შუალედი - დან - მდე
 
 


* * * მოვიარე ლეკის მხარე...


მოვიარე ლეკის მხარე, აულებით, მთელი თემით.
შემოსილა არე-მარე ვაჟთა ცეცხლით - ქალთა კდემით.
და მოსილი დიადემით ლურჯი მთები დაღესტანის -
განუწყვეტელ ტაშისცემით ფეხზე სდგას და უსმენს სტალინს.