შუალედი - დან - მდე
 
 


მაშ, გაუმარჯოს ჩვენს დიდებულ კონსტიტუციას


ფუძეა ყოვლის ოკტომბრის
რევოლიუცია.
მაშ, გაუმარჯოს ჩვენს სტალინურ
კონსტიტუციას.

ერთად მიდიან ის ჭაბუკი
და მოხუცი - ის.
მაშ, გაუმარჯოს ჩვენს სტალინურ
კონსტიტუციას.

მზე, მიწა-წყალი, ტყე, ქარხანა
მას მოუცია.
მაშ, გაუმარჯოს ჩვენს სტალინურ
კონსტიტუციას.

ოქრომ, მაღარომ და სამადნომ
ხმას აუწია.
მაშ, გაუმარჯოს ჩვენს სტალინურ
კონსტიტუციას.

ვის შეუძლია ანგარიში
არ გაუწიოს?
მაშ, გაუმარჯოს ჩვენს სტალინურ
კონსტიტუციას.

ხმამ ამ წიგნისამ, ხმამ სიბრძნისამ
სად არ უწია.
მაშ, გაუმარჯოს ჩვენს დიდებულ
კონსტიტუციას!

რა ციალია, რა გზნებაა,
რა გუზგუზია.
მაშ, გაუმარჯოს ჩვენს დიდებულ
კონსტიტუციას.