შუალედი - დან - მდე
 
 


* * * ჩვენ არმიასთან ვიბრძოლებთ ყველა...


ჩვენ არმიასთან ვიბრძოლებთ ყველა. რეზერვი ზღვაა: ის არ იცლება.
არ შეიძლება ცოტათი ნელა? - არა! არასგზით! არ შეიძლება!
ხედავთ, თავს ადგას მსოფლიო არეს სოციალიზმის შეტევა ბასრი,
აი, რა აზრი აქვს ამ სიჩქარეს, რა უდიდესი, მსოფლიო აზრი!
ხუთწლედის გული სად დაეტევა, წითელ არმიის გულია ისა.
აი, რა აზრი აქვს ჩვენს შეტევას, პროლეტარებო, ყველა ქვეყნისა.